png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აჭარის ტელევიზია არხის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს

  • საზოგადოება
  • 17.07.2019
  • 16:39
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აჭარის ტელევიზია არხის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს

დღეს, 17 ივლისს, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "ჰილტონში" გამართულ ბრიფინგზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის პროფესიულ აქტიურობას "უზრდელობა" უწოდა, ხოლო აჭარის ტელევიზია და რადიო "რუსთავი-2-სა" და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფილიალად მოიხსენია.

აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტი განცხადებას ავრცელებს. 

''საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მუშაობს მაღალპროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით. ამას ჩვენი აუდიტორიაც დადებითად აფასებს და სხვადასხვა შემფასებელი ორგანიზაციაც. ეს ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე, რაც კარგად აქვს გააზრებული მაუწყებლის ყველა თანამშრომელს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ასეთი  დახასიათება და მისი შერაცხვა პარტიულ ტელევიზიად ემსახურება, ერთი მხრივ, მის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გაუფასურებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეასუსტებს ისედაც არამდგრად დემოკრატიული განვითარების პროცესს საქართველოში.

''სად გაიზარდე შვილო, ეცით პატივი კოლეგას მაინც, კითხვაზე მაპასუხებინეთ ... ''დაწყნარდით ცოტა'', ''ნუ უზრდელობ'' — ასეთი რეპლიკებით მიმართა პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა'' - წერია განცხადებაში. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge