png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ემოციები მართე, ენას კბილი დააჭირე და აპოკალიპტურ სურათს ნუ ხატავ - ანდრია გვიდიანი ნიკა გვარამიას

  • საზოგადოება
  • 10.07.2019
  • 16:23
ემოციები მართე, ენას კბილი დააჭირე და აპოკალიპტურ სურათს ნუ ხატავ - ანდრია გვიდიანი ნიკა გვარამიას

„ემოციები მართე, ენას კბილი დააჭირე და აპოკალიპტურ სურათს ნუ ხატავ“, – ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება. ეკონომისტი და ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ არავინ ცვლის არც ბორჯომზე, არც ღვინოზე ქართულ სახელმწიფოებრიობას ან/და ქვეყნის ინტერესებს.

"გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გვარამიას მორიგი ისტერიული და ეპატაჟური გამოხდომა - ჩაგიფსით ბორჯომშიცო, ღვინოშიცო, ნაბეღლავშიცო და ყველაფერშიო.

ნუ, ამ ისტერიკით, ცხადია, ცდილობს, აქტუალობა არ დაკარგოს - მისი სტილი ეს არის, კონსტრუქციული და არგუმენტირებული ლაპარაკის ნაცვლად, მხოლოდ გინებით და დევიანტური ქცევით უნდა თავი დაგვამახსოვროს.

ახლა რაც შეეხება საქმეს:

✅ რუსეთზე დამოკიდებულებაზე როცა არის საუბარი პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ არავიზე დამოკიდებული არ ვართ - უბრალოდ ნებისმიერი სანქცია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის;

✅ არავინ ცვლის არც ბორჯომზე, არც ღვინოზე ქართულ სახელმწიფოებრიობას ან/და ქვეყნის ინტერესებს;

✅ ამ შუახნის კრიზისული ისტერიკიებით ვერ მოახერხებ ისე დახატო სურათი, თითქოს ბორჯომის გაყიდვა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სახელმწიფო ინტერესი;

✅ ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე უარის თქმა არის სისულელე და მეტი არაფერი;

✅ ჩვენი საექსპორტო თუ ტურისტული ბაზრები, დივერსიფიცირებულია და ყველა ბაზარი მზარდია. შესაბამისად, გარდა რუსეთისა, ყველა ბაზარზე საქართველოს როლი მუდმივად იზრდება;

სანქციების ეფექტები:

ლარის კურსზე გაზრდილი წნეხი;

შემცირებული სამუშაო ადგილები;

დაზარალებული ბიზნესი;

არასტაბილური გარემო საბანკო სექტორში;

შემცირებული უცხოური ვალუტის შემოდინება;

დასკვნა:

ძალიან კარგია, რომ სანქციების ამოქმედებაზე უარი თქვეს და ბევრი ტლიკინი ამას არ უნდა;

ემოციები მართე, ენას კბილი დააჭირე და აპოკალიპტურ სურათს ნუ ხატავ", წერს ეკონომისტი და ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი Facebook-ის პირად გვერდზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge