png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისის მერია ავტობუსების შემოყვანის დაგვიანებისთვის პასუხისმგებელ კომპანიას დააჯარიმებს

  • საზოგადოება
  • 10.07.2019
  • 15:00
თბილისის მერია ავტობუსების შემოყვანის დაგვიანებისთვის პასუხისმგებელ კომპანიას დააჯარიმებს

თბილისის მერია კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ შეძენილი ავტობუსების დაგვიანებით შემოყვანის გამო დააჯარიმებს. საუბარია თბილისის მერიის მიერ შეძენილ 90 ავტობუსზე, რომელთაგან 40 მათგანის შემოყვანა 2 თვით დაგვიანდა. კომპანიას ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა დაეკისრება. ​​

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ დადგენილ ვადებში კომპანიამ ვერ უზრუნველყო ავტობუსების შემოყვანა, საბოლოო ჯამში, სატრანსპორტო ერთიანი სქემის გაშვება არ დაგვიანდება.

„ნებისმიერ გადაცილებულ თვეზე კომპანია ბუნებრივია ჯარიმდება, თუმცა აუცილებლად მოწოდებული იქნება ყველა ავტობუსი, რომელიც შეკვეთილია.

თქვენ იცით, რომ ავტობუსებთან დაკავშირებით დიდი გეგმები გაქვს, ეს არის პირველი პარტიის მეორე ნაკადი რომელსაც ვიღებთ. მომდევნო თვეებში გამოცხადდება ტენდერი, მათ შორის ელექტრო ავტობუსების შეძენაზე და ჩვენ ავტობუსები ჩანაცვლების მთლიან პროგრამას დავასრულებთ 2021 წელს.

როდესაც მთლიანი ინფრასტრუქტურა ავტობუსების ცალკე სავალი ზოლის მოწყობისა და სატრანსპორტო სქემის შეცვლასთან დაკავშირებით იქნება დასრულებული, გვექნება პრაქტიკულად მთლიანად განახლებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. თბილისს 2 წელიწადში ეყოლება 1000-მდე ავტობუსი. შეძენილი იქნება 18 და 24 მეტრიანი ავტობუსები, რომელიც ჯერ არ შეგვიკვეთავს.

შეიძლება იყოს დაყოვნება კომპანიის მხრიდან, როგორც მოწოდების, ისე დამზადების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება ავტობუსების შეკვეთა. გარწმუნებთ, რომ სამწუხაროდ გვიწევს დაჯარიმება მომწოდებელი კომპანიის, მაგრამ საბოლოო ჯამში, სატრანსპორტო ერთიანი სქემის გაშვება არ დაგვიანდება“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისი მერიამ კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ 45 მლ ხელშეკრულება 2018 აგვიტოში გააფორმა, რომლის თანახმადაც კომპანიას 90 ერთეული ავტობუსი ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 9 თვის განმავლობაში უნდა შემოეყვანა .

ავტობუსების პირველი ნაკადი დედაქალაქში 2019 წლის მაისში შემოვიდა და დარჩენილი 40 ავტობუსი , დედაქალაქში ივნისის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge