png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით უსუფაშვილი: დღეს უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე ვიყავით გუშინ

  • პოლიტიკა
  • 18.12.2015
  • 17:21
დავით უსუფაშვილი: დღეს უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე ვიყავით გუშინ

ევროკომისიის მიერ პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის სანუკვარი ოცნების ახდენაა. მისივე თქმით, პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება- "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა. ეს არის საქართველოს დიდი აღიარება და ჩვენი სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა. დღეს უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე ვიყავით გუშინ. ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპაც ასე ფიქრობს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის განმარტებით, სულ რამდენიმე თვე დარჩა იმ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, როდესაც საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი აღარ იარსებებს.

"ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება დღევანდელი მთავრობის, გუშინწინდელი ხელისუფლების, თითოეული ჩვენთაგანის, ამიტომ თითოეულ მოქალაქეს და პოლიტიკოსს ვულოცავ მიუხედავად იმისა, გუშინ და გუშინწინ სხვა თემებზე ვინ რას ფიქრობდა და როგორ ვფიქრობთ. ამ მიღწევას სათანადო გამოყენება სჭირდება იმიტომ, რომ ევროპასათან და საქართველოს შორის საზღვრების გაუქმება არის არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება, ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენაც. ამის შემდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მეტად უნდა ვიტვირთოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ევროპას აკისრია. ჩვენ ერთად უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოება. ასე, რომ დღევანდელი დღე არის ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უსუფაშვილის შეფასებით, 2016 წელი "ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით" იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში.

"ამასთანავე, ვისაც ვიზები გაქვთ პასპორტებში, გირჩევთ არ ამოიხოთ, იმიტომ, რომ რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება ამ საკითხების ბოლომდე მიყვანას. მაგრამ 2016 წელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში. გისურვებთ ყველას მეტ წარმატებას ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge