png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პირველი რესპუბლიკის მოედანზე სასულიერო პირები შეიკრიბნენ

  • საზოგადოება
  • 08.07.2019
  • 10:52
პირველი რესპუბლიკის მოედანზე სასულიერო პირები შეიკრიბნენ

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სასულიერო პირები შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, ისინი არ ენდობიან „თბილისი პრაიდის“ გადადებასთანდაკავშირებით ორგანიზატორების განცხადებას და მაინც რჩებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე.

ამასთან, როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, მათი ნაწილი ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბება და პარაკლისს გადაიხდის.

„ყოველთვის ვიქნებით იმის წინააღმდეგი, რაც ახლა ხდება და მიუხედავად იმისა, რომ გამთენიისას გამოაცხადეს, რომ „თბილისის პრაიდი“ გადაიდება, ჩვენ მაინც ყურადღებით ვართ. რაც შეეხება გეგმებს, ყველგან ვიქნებით, სადაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ ჩვენი ღირსება იყოს დაცული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ პრაიდებს, უცხო ქვეყნის მიერ დაფინასებული ორგანიზაციები, რომლებიც ამ პრაიდებს გეგმავენ, რომ ჩვენ ვართ საქართველოში და ამას ეყოლება ყოველთვის მოწინააღმდეგეები“, – განაცხადა დეკანოზმა, დავით ლასურაშვილმა.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 06:30 საათიდან დაიწყეს შეკრება კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. ისინი აცხადებენ, რომ პრაიდის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

„ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება ისევ გადადეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge