png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვაკის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას წლიური ანგარიში წარუდგინა

  • საზოგადოება
  • 18.12.2015
  • 13:30
ვაკის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას წლიური ანგარიში წარუდგინა

ვაკის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას წლიური ანგარიში წარუდგინა. გამგეობის მიერ 2015 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად თბილისის მთავრობის და საკრებულოს წევრებს გააცნო.

2015 წელს ვაკის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და კეთილმოწყობის ღონისძიებებზე  2 946 000 ლარი დახარჯა. გზის კეთილმოწყობის სამუშაოები 67 ობიექტზე განხორციელდა და მასზე  3 831 000 ლარი დაიხარჯა. ვაკეში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო 31 სკვერი, 16 სპორტული მოედანი, ასევე, გაკეთდა 11 საყრდენი კედელი, ამათგან 6 კედელი მოეწყო სტიქიით გამოწვეული დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით. 2 364 406 ლარით დაფინანსდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 405 პროექტი. სოციალური დახმარება გაეწია 7 477 მოქალაქეს და ამ დახმარებებზე 2 928 209 ლარი დაიხარჯა.

ვაკის გამგებელმა დეტალურად ისაუბრა 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე. განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების დემონტაჟი და სპეც. ტექნიკით გაიწმინდა სტიქიით დაზიანებული უბნები. ასევე, მოეწყო 6 საყრდენი კედელი და  აღდგა ვაკის სასაფლაოსთან მისასვლელი გზა.

13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების სტიქიის დღიდან მოყოლებული დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფაში 705.735 ლარი დაიხარჯა. ერთჯერადი ფინანსური დახმარება 138 ოჯახს გაეწია, სულ გადარიცხულია 1 255 000 ლარი. ამჟამად გამგეობა ბინის ქირით 78 ოჯახს უზრუნველყოფს.  ამასთან, როგორც გამგებელმა აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს II კატეგორიის დაზარალებულთა ბინების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

ნოდარ ტურძელაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016 წელს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების დასაძლევად ეფექტურ ღონისძიებებს გეგმავს.  

პრეზენტაცია ვაკის რაიონის გამგეობაში გაიმართა. მას თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი მუსხელიშვილი და კობა ბაბუნაშვილი, ასევე საკრებულოს სხვს წარმომადგენლები და რამდენიმე რაიონის გამგებელი ესწრებოდნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge