png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აჭარის რელიეფის რთული ხასიათი და დანაწევრების მაღალი დონე სოფლის მეურნეობის განვითარებას აფერხებს

  • ეკონომიკა
  • 25.09.2015
  • 14:41
 აჭარის რელიეფის რთული ხასიათი და დანაწევრების მაღალი დონე სოფლის მეურნეობის განვითარებას აფერხებს

აჭარის რელიეფის რთული ხასიათი, ფერდობების დახრილობისა და დანაწევრების მაღალი დონე სოფლის მეურნეობის განვითარებას აფერხებს, აღნიშნულის შესახებ ”პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG”-ის მიერ შემუშავებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლად განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგიაშია აღნიშნული.

როგორც სტრატეგიაშია განმარტებული, აჭარაში, აღრიცხული 11 ტიპის ნიადაგიდან, ყველაზე დიდი ფართობები უჭირავს ალუვიურ და წითელმიწა (ზღვის სანაპირო ზონა), ყომრალ (მთიანეთი) და მთა-მდელოს კორდიან (ალპური ზონა) ნიადაგებს.

სასოფლო-სამეურნეო მიწებს რეგიონში მთელი ტერიტორიის მხოლოდ 25% უკავია, საიდანაც დიდი ნაწილი 100 მ-ზე მეტი დახრილობის ფერდობებზეა განთავსებული.

აჭარაში სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მეციტრუსეობა (ძირითადად მანდარინი) და თხილის წარმოება; სიმინდისა და კარტოფილის წარმოება და მეცხოველეობა; ტრადიციულ დარგებად კი ითვლება მევენახეობა, მეთევზეობა, მარცვლეულის წარმოება და მეფუტკრეობა, ხოლო დამხმარე დარგებად - ჩაის, აბრეშუმის, თამბაქოს და სამკურნალო მცენარეების წარმოება. რეგიონი მცირე მიწიანია, რთული რელიეფით და შინამეურნეობების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს მაღალი ფრაგმენტაციით.

აჭარის ტყის ფონდის ფართობი 153.4 ათასი ჰექტარია, რაც მთელი ტერიტორიის 53%-ს შეადგენს. ყველაზე დიდ ფართობებზე გავრცელებულია წიფელი, წაბლი, ნაძვი და სოჭი. 2012 წლის მდგომარეობით დაავადებული ტყის ფართობი აჭარის ტყეების მთლიანი ფართობის 7,2 პროცენტია. დეგრადირებულია ან დეგრადაციას განიცდის რეგიონში არსებული ტყეების 60%, ტყის კორომებში ინტენსიურად ვითარდება ეროზიული და მეწყერული პროცესები. ტყის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგული აქვს ბუნებრივი თვით-აღდგენის უნარი. საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის დაცულ ტერიტორიებს აჭარის არ-ის ტერიტორიის 13,6% უჭირავს.

როგორც სტრატეგიიდან ირკვევა, აჭარაში სოფლად განვითარებასთან დაკავშირებული ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების სიტუაციური ანალიზი ჩატარდა დაინტერესებულ მხარეებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექსტორის წარმომადგენლებთან შევედრებზე. გაანალიზირებული იქნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ტყის სექტორები, საცხოვრებელი გარემოსა და არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიმართულებით აჭარაში არსებული მდგომარეობა და მაცხოვრებელთა კვალიფიკაცია. იმის გამო, რომ აჭარის სოფლად განვითარების სტრატეგია დაფუძნებულია ევროკავშირის მეთოდოლოგიაზე შედეგების ანალიზისთვის გამოყენებული იქნება ევროკავშირის ინდიკატორები, იმის გათვალისწინებით თუ რა სტატისტიკური მონაცემებია ხელმისაწვდომი აჭარაზე.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge