png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სროლის შემდეგ,ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნაფლეთებად - მაკო გომური

  • საზოგადოება
  • 01.07.2019
  • 15:20
სროლის შემდეგ,ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნაფლეთებად - მაკო გომური

18 წლის გოგომ მაკო გომურმა, რომელმაც 20 ივნისის ღამეს, საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად თვალი დაკარგა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი თვალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეგობრებო, სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას,რომ თვალ ახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე,თვალს გადავინერგავ. სროლის შემდეგ,ჩემს თვალში არაფერი არ დარჩა, ყველაფერი იქცა ნ ა ფ ლ ე თ ე ბ ა დ!!!!!!!
გუგა, ბადურა, სკლერა, პიგმენტი - არაფერი არაა დარჩენილი, გარდა კუნთებისა,რომლებმაც თუ იმუშავა ჩავისვავ ხელოვნურ თვალს, რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება,რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო. გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე "ააწყვეს" ზედა ქუთუთოც,რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა (დაიხოცებიან). გეფიცებით,თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა,მაგრამ დავკარგე.

ნუ დამტირით ხალხო, საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცელილი ტყვია,შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო, მარა გადავრჩი (თუ ამას გადარჩენა ქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი. ვაზროვნებ, დავდივარ, ვლაპარაკობ - ხო საკმარისია არა ბევრი რამისთვის?

სამშაბათს მაქვს კიდევ ერთი ოპერაცია აქ, უნდა ჩასვან გამყოფი ლინზა, (აქ ჯამს ამბობენ) რომ ზედა ქუთუთო არ შეახორცდეს შიდა ნაწილს (საქართველოში ეს ისედაც გაკეთდებოდა) უბრალოდ აქ გავდივარ კონსულტაციებს,სწორად მიდის თუ არა მკურნალობა.

4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც) სჭირდება თვალს, რომ აღდგეს,დაიბრუნოს ფორმა, შეხორცდეს ჭრილიბები,შემდწგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე. მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი! ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!!! კი ბატონო,სახელმწიფო მაფინანსებს, ზოგადად სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი,მე ვცდილიბდი იმის გამოსწორებას, ბიქაზ ჩემი მოვალეობა იყო და მადლობასაც არავისგან ველოდი. ეს ისე - წერს მაკო გომური.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge