png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს - მერია

  • საზოგადოება
  • 26.06.2019
  • 15:04
დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს - მერია

დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მერიის დაკვეთით, დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს. ფრენებს ტენდერში გამარჯვებული ებრაული კომპანია Offek-ი საფრენი აპარატით (თვითმფრინავი) - Cessna 172 ახორციელებს.

ფრენების ნებართვა 5 ივლისამდეა გაცემული. ფრენების მარშრუტი საჰაერო ნავიგაციის სააგენტოსთან და თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარ არის შეთანხმებული.

"აღნიშნული ფრენების შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტს მაღალი გარჩევადობის ორთოფოტო და 3D რუკის მოდელი ექნება, რაც რიგ სამსახურებს (არქიტექტურა, ურბანული, ქონების მართვა, ზედამხედველობა, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა) საშუალებას მისცემს, თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა უფრო ეფექტურად წარმართონ. ასევე, ეს მასალა ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის და იგი ვებგვერდზე - maps.tbilisi.gov.ge განთავსდება.

გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოში მსგავსი გადაღებები რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხორციელდება. საჰაერო გადაღებები 2014 წლის ბოლოს აწარმოეს, ხოლო მსგავსი ხარისხის აეროგადაღება პირველად ხორციელდება. იგი სხვა ამოცანებთან ერთად, ქალაქის განაშენიანების კონტურის დაზუსტებას ისახავს მიზნად", აცხადებენ თბილისის მერიაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge