png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"რუსთავი 2"-ის შენობის თავზე დაფიქსირებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ისრაელის ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდი აღმოჩნდა

  • საზოგადოება
  • 26.06.2019
  • 14:16
"რუსთავი 2"-ის შენობის თავზე დაფიქსირებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ისრაელის ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდი აღმოჩნდა

"რუსთავი 2"-ის შენობის თავზე დაფიქსირებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ისრაელის ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდი აღმოჩნდა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით საავიაციო სამუშაოებს ასრულებდა.

"დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა „ამოუცნობი“ საფრენი აპარატის მიერ განხორციელებულ გადაფრენებს ტელეკომპანიის შენობის თავზე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი (Cessna 172) ეკუთვნის ისრაელის ავიაკომპანიას, რომელიც ახორციელებს საავიაციო სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით. მუშაობა მიმდინარეობს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ციფრული აეროგადაღებების პროდუქტებისა და ფოტორეალისტური 3D მოდელის შესაქმნელად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 16 მაისს მიანიჭა. საავიაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება. ფრენები შეთანხმებულია თავდაცვის სამინისტროსთან", აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2"-ის თავზე უცნობი საფრენი აპარატი გამოჩნდა.

"დაახლოებით ერთი საათის წინ, დაუდგენელი საფრენი აპარატი ჩვენი შენობის თავზე გამოჩნდა და "რუსთავი 2"-ის ოფისს რამდენჯერმე გადაუფრინა. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს აპარატი მათ არ ეკუთვნით, ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია რა სახის საფრენი აპარატი ტრიალებს "რუსთავი 2"-ის თავზე და რა მიზნით", აცხადებდა ტელეკომპანია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge