png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა 2015 წლის ანგარიში წარმოადგინა

  • საზოგადოება
  • 17.12.2015
  • 16:22
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა  2015 წლის ანგარიში წარმოადგინა

ჩუღურეთის  რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ,  დედაქალაქის  მთავრობის წარმომადგენლებს, საკრებულოს წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას  საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.  შეხვედრა ელენე ახვლედიანის  ბავშვთა სურათების გალერეაში გაიმართა.

ერთი წლის მონაცემებით, ჩუღურეთის რაიონში  36 ქუჩაზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა, რაც საერთო ჯამში  46 443მ2 -მდე შეადგენს.

ასევე, ასფალტის საფარი დაიგო, თბილისური ტიპის 62 ეზოში ,რაც  საერთო ჯამში 11 031 მ2 შეადგენს  და  სადაც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს.

მოქალაქეთა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზინით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 478 პროექტი 4 249 612 ლარით დაფინანსდა; გარემონტდა დაზიანებული სახლის სახურავები, გამაგრდა საცხოვრებელი სახლების საძირკველი, მოეწყო სპორტული მოედნები, სკვერები, კიბეები  და საერთო სარგებლობის აივნები.

სოციალური დახმარება გაეწია 5 854  მოქალაქეს და ამ დახმარებაზე 856 286 ლარი დაიხარჯა.  კეთილმოეწყო  5 უფასო სასადილო, რომელიც 3400 ბენეფიციარს ემსახურება.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა,  ზურაბ ჩიკვილაძემ, ასევე ისაუბრა 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების  განხორციელების შესახებ, რისთვისაც 1 520 000 ლარი გამოიყო - 34 მისამრთზე მოეწყო გრუნტის დამჭერი საყრდენი კედელი, კაპიტალურად გამაგრდა  16 საცხოვრებელი სახლის საძირკველი და გადაიხურა 42 საცხოვრებელი სახლის სახურავი.   

ანგარიშის ბოლოს ზურაბ ჩიკვილაძემ სამომავლო პროექტებსა და  გეგმებზეც ისაუბრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge