png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის კლიენტებისთვის Adizes-ის ინსტიტუტმა სემინარი გამართა

  • ბიზნესი
  • 12.06.2019
  • 13:39
საქართველოს ბანკის კლიენტებისთვის Adizes-ის ინსტიტუტმა სემინარი გამართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით საერთაშორისოდ ცნობილმა ადიზესის ინსტიტუტმა ბანკის კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისთვის სემინარი გამართა. სემინარის მთავარი თემა იყო- როგორ შევუწყოთ ხელი ეფექტურ ტრანსფორმაციას მეწარმეობიდან პროფესიულ მენეჯერობამდე. სემინარს, რომელსაც თავად იცხაკ ადიზესი ონლაინ რეჟიმში ერთვებოდა, 50-ზე მეტი ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.

იცხაკ ადიზესმა სემინარის მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი 40 წლიანი გამოცდილება იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც კორპორაციებს აძლევს შესაძლებლობას, დესტრუქციული კონფლიქტების გარეშე, დაჩქარებული ცვლილებებით მიაღწიოს განსაკუთრებულ შედეგებს. მან ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებსა თუ წესებზე, რომელიც ეხმარება ბიზნესს, სწორად მართოს პროცესები.

"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიისა და მისი ხელმძღვანელის მიერ გამართული სემინარი დაეხმარება ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს სამომავლო განვითარებაში, სწორი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ეფექტურობის გაზრდაში",- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, Adizes-ის ინსტიტუტი არის საერთაშორისოდ ცნობილი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 52 ქვეყნის კერძო და საჯარო კომპანიებს უწევს კონსულტაციას სტრატეგიული მენეჯმენტის, ორგანიზაციების სწორად სტრუქტურირების, სწრაფადმზარდი ორგანიზაციების მართვის მიმართულებით. ინსტიტუტის დამაარსებელი, იცხაკ ადიზესი Leadership Excellence Journal-მა და ჟურნალმა Executive Excellence-მა ამერიკის შეერთებული შტატების 30 საუკეთესო ლიდერად და საუკეთესო კონსულტანტად აღიარა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge