png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ბათუმში თეგეტა მოტორსმა ახალი რეგიონალური ცენტრი გახსნა

  • ბიზნესი
  • 07.06.2019
  • 19:18
ბათუმში თეგეტა მოტორსმა ახალი რეგიონალური ცენტრი გახსნა

ქ. ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაზე „თეგეტა მოტორსის“ ახალი, რეგიონალური ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა. ფილიალის სრული ფართობი მოიცავს 10 641 კვ.მ.-ს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთოს ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას. სერვის ცენტრში განთავსებულია მომსახურების 45 ადგილი, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად მოემსახუროს 36 მსუბუქ და 9 სატვირთო ავტომობილს. აღნიშნულ სერვის ცენტრში 100 ადგილობრივი დასაქმდა.

ახალი რეგიონალური ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურებაზე, ამასთან ერთად მომხმარებელს საშუალება ექნება სრულიად უფასოდ ისარგებლოს შემდეგი 5 სერვისით: სავალი ნაწილის შემოწმება, ფილტრების შეცვლის სერვისი, ელექტრო დიაგნოსტირება, ფრეონის შემოწმება/დატუმბვა და ფარების გასწორება.

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა ერთ სივრცეში გააერთიანოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო.

„თეგეტა მოტორსი“ კორპორატიულ და საცალო მომხმარებლებს ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო მანქანების და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური ავტორიზებული პროგრამების და მაღალკვალიფიციური კადრების მეშვეობით. სისტემატური კვალიფიციური ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედობას და უსაფრთხოებას.

ახალ სერვის ცენტრში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შემდეგი სახის სერვისებით: ძრავის ზეთის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა, ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელ. დიაგნოსტირება, ელექტროობის შეკეთება, პნევმო სისტემების შეკეთება, მექანიკური ტრანსმისიის შეკეთება, ძრავის რემონტი, ძრავის ცალკეული ნაწილების მოხსნა/დაყენება, დიზელის საწვავის სისტემის ნაწილების მოხსნა/დაყენება, აკუმულატორის მომსახურება, თვლების შეყრის გასწორება და კონდიცირების სისტემის გამართვა, ასევე სამრეცხაოს მომსახურება.

სპეცტექნიკის მფლობელები შეძლებენ შემდეგი სერვისებით სარგებლობას: ძრავის ზეთის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა, ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება, ელ. დიაგნოსტირება, ელექტროობის შეკეთება, პნევმო სისტემების შეკეთება, მექანიკური ტრანსმისიის შეკეთება, ძრავის რემონტი, ძრავის ცალკეული ნაწილების მოხსნა/დაყენება, აკუმულატორის მომსახურება, სახარატო მომსახურება, შედუღებითი სამუშაოების შესრულება და ჰიდრავლიკური სისტემების შეკეთება.

თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 24 წელია მუდმივად ინარჩუნებს საქართველოს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს. თეგეტა მოტორსი დღეისათვის 26 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge