მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ იკლო
- საზოგადოება
- 07.06.2019
- 17:00
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ადიდებულ მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ იკლო.
ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს მდინარის მიერ დაზიანებული ყარ-სგურიშის დამაკავშირებელი ხიდი. ხიდზე მანქანების მოძრაობა შეუძლებელია, თუმცა მოქალაქეები ფეხით გადაადგილდებიან.
დღეს ადიდებულმა ნესკრამ დამბა გაარღვია. მომხდარის გამო, სოფლის ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა, თუმცა წყალს უშუალოდ მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200