png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის მერიის ორგანიზებით სასტუმროების თანამშრომლებმა გადამზადების კურსი გაიარეს

  • პოლიტიკა
  • 17.12.2015
  • 14:57
თბილისის მერიის ორგანიზებით სასტუმროების თანამშრომლებმა გადამზადების კურსი გაიარეს

თბილისის მერიის ორგანიზებით დედაქალაქის სასტუმროების 300-მა თანამშრომელმა გადამზადების კურსი გაიარა. სასწავლო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ გადასცა.

"თბილისის მერია პერიოდულად ახორციელებს პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც ხდება ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული პერსონალის გადამზადება. სასტუმროების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და მათთვის ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული ახალი მიმართულებების გაცნობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას უფრო ეფექტური ვიყოთ მასპინძლობაში და უფრო მეტი კმაყოფილი ადამიანი წავიდეს თბილისიდან",-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროების თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები სექტემბერში დაიწყო. ორი თვის განმავლობაში ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით გადამზადების კურსებში მონაწილეობა თბილისის სასტუმროებში (საერთაშორისო ქსელის მქონე სასტუმროების გარდა) დასაქმებულმა პირებმა მიიღეს. ტრენინგი სასტუმროების მენეჯერებმა, რეგისტრატურის, კვების ბლოკის და ნომრების მომსახურე თანამშრომლებმა გაიარეს. სასწავლო კურსის მონაწილეები ეფექტური მომსახურების პრინციპებს და სტანდარტებს, მომსახურების სფეროში შექმნილი პრობლემური სიტუაციების მართვის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის საკითხებს და სხვა, სასტუმროს პერსონალისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გაეცნენ.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge