png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ტერეზა მეი თანამდებობას დღეს დატოვებს

  • მსოფლიო
  • 07.06.2019
  • 11:22
ტერეზა მეი თანამდებობას დღეს დატოვებს

ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ოფიციალურად დღეს დატოვებს. ამასთან, ის პერმიერად მანამდე დარჩება, ვიდრე პარტია მის მემკვიდრეს არ აირჩევს.

კონსერვატორები ლიდერისა და შესაბამისად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავიანთ კანდიდატურას 10 ივნისს წარადგენენ. კენჭისყრა პარლამენტში 13 ივნისს გაიმართება.  

კონსერვატორების ლიდერის პოსტისთვის 11 კანდიდატი იბრძვის.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად ყველაზე დიდი შანსები აქვთ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ბორის ჯონსონს, ახლანდელ მინისტრს ჯერემი ჰანტს, თემთა პალატის ყოფილ თავმჯდომარეს ანდრეა ლიდსომს, ასევ გარემოს დაცვის მინისტრს მაიკლ გოუვს.

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისთვის ასევე იბრძოლებენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი მინისტრი Brexit-ის საკითხში დომინიკ რააბი. საერთაშორისო განვითარების მინისტრი რორი სტიუარტი და ბრიტანეთის შს მინისტრი სადიჯ ჯავიდი.

ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ 24 მაისს განაცხადა და ემოციურ გამოსვლაში აღნიშნა, რომ იგი ეცადა რეფერენდუმის შედეგები პირნათლად აღესრულებინა და "ამისთვის არაფერი დაუკლია“.

"მას შემდეგ, რაც ამ კარში პრემიერ-მინისტრის როლში შევაბიჯე, მე ვოცნებობდი რომ დიდი ბრიტანეთი გამხდარიყო ქვეყანა, რომელიც ყველასი იქნებოდა... მე როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი თანამდებობას დავტოვებ 7 ივნისს. ეს საკითხი პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებული მაქვს. ახალი ლიდერის არჩევის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყება", - განაცხადა მეიმ.

“მე მალე გადავდგები, მაგრამ ამ პოზიციაზე მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. მე მეორე ქალი პრემიერ-მინისტი ვარ, მაგრამ სავარაუდოდ, არა უკანასკნელი. უზარმაზარი პატივიცემისა და მოწიწებით, მადლიერი ვარ რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა იმ ქვეყნისთვის რომელიც მიყვარს“, - თქვა ტერეზა მეიმ სიტყვის დასასრულს და ატირდა.

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2016 წლის 13 ივლისიდან დღემდე იკავედა.სამწლიანი მმართველობის განმავლობაში, ტერეზა მეი ცდილობდა განეხორციელებინა დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, თუმცა წარუმატებლად. პარლამენტარებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და შედეგად ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება რამდენჯერმე ჩავარდა.

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს შედგა. საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობა 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და გამოკითხულთა 51,9%-მა ევროკავშირის დატოვებას მხარი დაუჭირა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge