png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დმანისში ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 06.06.2019
  • 12:14
დმანისში ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

დმანისში ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.

სეზონის გახსნას დმანისში ეროვნული მუზეუმის დირექტორი – დავით ლორთქიფანიძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ტატუაშვილი და თურქეთის ელჩი – ფატმა სერენ იაზგან და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ.

ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია ეროვნული მუზეუმისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. “სილიკონ ველი” თბილისის სპეციალისტებმა დმანისის მუზეუმში არსებული არტეფაქტების 3 D მოდელების რეალურ გარემოში ინტეგრაცია დაიწყეს.

არტეფაქტების პირვანდელი მდგომარეობის შესაბამისად, ერთიანი ვიზუალიზაცია უპრეცედენტოა საქართველოს სამუზეუმო სივრცისთვის და დამთვალიერებელს მუზეუმში ვიზიტისას სრულიად ახალ, განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

დმანისის მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ აპლიკაციის გამოყენებით, მათთვის საინტერესო ნიმუშის ტექნოლოგიებთან ადაპტირებული ვერსია იხილონ და გაეცნონ ექსპონატის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ციფრული გიდის გამოყენებით.

პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, დმანისის მუზეუმის დამთვალიერებელი ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაში წარმოდგენილი უძველესი ადამიანის ნაშთებს – ზეზვას და მზიას ნიმუშებს იხილავს.

“დმანისის მუზეუმი მზადაა ზაფხულის სეზონზე ტურისტების მისაღებად. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, მუზეუმსა და ტურისტებს შორის საინტერესო თანამშრომლობა შედგა, შედეგად შეიქმნა ვიზუალიზაცია გაფართოებული რეალობით ზეზვას და მზიას გამოსახულებით და ტექნოლოგიებში განვითარდა ადამიანის ევოლუციის ისტორია. შესაბამისად ეს იქნება ძალიან საინტერესო ატრაქცია საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის, რომლებიც შეიტყობენ, რომ საქართველოში პირველი ევროპელები აღმოაჩინეს.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge