png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სააკაშვილის თემა არ არის საინტერესო, უფრო მნიშვნელოვანი თემებით ვართ დაკავებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 06.06.2019
  • 10:37
სააკაშვილის თემა არ არის საინტერესო, უფრო მნიშვნელოვანი თემებით ვართ დაკავებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ზალკალიანი

„მაღალი თანამდებობის პირების გამოჭერა კორიდორებში, ხელის ჩამორთმევის ფოტოების გადაღება და შემდეგ ამის წარმოჩენა, როგორც მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრის, ეს ჩვენი ხელწერა არ არის და ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორც ხდებოდა მსგავსი ქმედებების მიტანა საზოგადოებამდე. ჩვენ ძალიან ღიად ვმუშაობთ და არ გვჭირდება არანირი ფარული შეხვედრები არავისთან და ეს შეხვედრა რომელიც ბოლო წუთს დაიგეგმა ბრიუსელში იყო დაგეგმილი ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის გორდონ სონდლანდის მიერ, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირში ამერიკის შეერთებულ შტატებს და არის საქართველოს დიდი მეგობარი," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიუსელში გამართული ვიზიტის თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებების კომენტირებისას განაცხდა.
მისი თმით საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ევროკავშირთან და სხვა პარტნიორ წევრ ქვეყნებთან უპრეცედენტოა, რისი გამოხატულებაც იყო პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც, მინისტრის თმით მან მონაწილეობა მიიღო ევროკავშირში აშშ-ის ელჩს გორდონ სონდლანდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელზეც მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რუმინეთის ვიცე-პრემიერი და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები. მინისტრის თქმით, ერთი თვით ადრე მიღების დაგეგმვა მიღებული პრაქტიკაა, ამაოა ოპონენტების მცდელობა, რომ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს გაცილებით მნიშვნელოვანი თემებით არის დაკავებული ვიდრე მიხეილ სააკაშვილია.
„სააკაშვილის თემა არის სრულიად უმნიშვნელო და აბსოლუტურად არ არის საინტერესო. და საზოგადოებამ კარგად დაინახა უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის გაკეთებული განცხადებიდან, რომ ეს თემა არც ყოფილა განხილული. ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი თემებით ვართ დაკავებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ვსაუბრობთ, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, ევროკავშირთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ და ეს არის სერიოზული თემები ჩვენს სტრატეგიულ დღის წესრიგში და ჩვენ სწორედ ამ თემებს მივუყვებით", განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge