png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უჭერს მხარს

  • ბიზნესი
  • 04.06.2019
  • 12:07
საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უჭერს მხარს

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, ბიზნესის ხელშეწყობა, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. 2018 წელს საქართველოს ბანკმა სასტუმროების დასაფინანსებლად ჯამში 153 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონებში წახალისების მიზნით არაერთი პროექტი განახორციელა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული სასტუმროების 71% რეგიონებში მდებარეობს და ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გასულ წელს, სასტუმროებში დასაქმდა 4,622 ადამიანი, აქედან 23% საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში.

2018 წლის მანძილზე ოთახების რაოდენობა განთავსების ობიექტებში გაიზარდა 6,701 ოთახით, მათი 32% კი საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ სასტუმროებს წარმოადგენს.

"საქართველოს ბანკისათვის ტურიზმი პრიორიტეულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. 2018 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 16.9%-ით გაიზარდა, რამაც სასტუმროების რიცხვის 24%-ით მატება განაპირობა. საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ერთი წლის მანძილზე გაიზარდა 18.4%-ით და მიაღწია US$ 3.2 მლრდ-ს. საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ტურიზმის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ, ბანკი მომავალშიც აპირებს საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას, რაც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად გულისხმობს სექტორში 150 მილ. დოლარის დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას, 1,571 ადამიანის დასაქმებასა და 1,929 ახალი ნომრის მშენებლობას", - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge