png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გაერთიანებული ოპოზიცია ნანა კოსტავასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს

  • საზოგადოება
  • 31.05.2019
  • 12:54
გაერთიანებული ოპოზიცია ნანა კოსტავასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს

გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია” წევრები საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ნანა კოსტავასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

მათ ქუთაისში, მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მერიასთან მივიდნენ შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტებით: „შეუწყდეს უფლებამოსილება ნანა კოსტავას”, „არა სიძულვილის ენას”, ნანა კოსტავა – ქალაქის სირცხვილი”.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარემ ნანა კოსტავამ თანამდებობა დატოვა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.

ნანა კოსტავამ გუშინ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი  პოსტი გააზიარა წარწერით “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”.  

პოსტში, რომელიც მან გააზიარა, სალომე ბარკერს თითებზე პრეზერვატივი აქვს გაკეთებული, რითიც კომპანია "აიისას" საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

როგორც ცნობილია, სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის  წინ ლაგოდეხის ნაკრძალში დაიღუპა.

მოგვიანებით ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ არ იცოდა სალომე ბარკერის ტრაგედიის შესახებ და ბოდიში მოიხადა.

ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ნანა კოსტავას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ დეპუტატს ბოიკოტს უცხადებენ და ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება, გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლატფორმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge