png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რაც შეეხება „ჩრდილოთუმეს“ იარლიყს, ამაზე კომენტარს არც კი გავაკეთებ - აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი

  • საზოგადოება
  • 28.05.2019
  • 10:31
რაც შეეხება  „ჩრდილოთუმეს“ იარლიყს, ამაზე კომენტარს არც კი გავაკეთებ - აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა.

“უკვე მეორე დღე მიიწურა, რაც ვცდილობ ჩემ თავს მომხდარი გავაანალიზო. ცხელ გულზე არაფერი დამიწერია, რამე რომ არ მეთქვა გადაჭარბებით. ემოციები არც ახლა დამცხრალა, მაგრამ დისტანცირებამ, თუნდაც მცირემ, შესაძლებლობა მომცა, მეტ-ნაკლები სიცხადით შემეხედა ყოველივესთვის. რომ გითხრათ, რამე სხვა კუთხით გამოჩნდა ან შეიცვალა-მეთქი, ტყუილი გამომივა. თანამდებობის დაკარგვა არაფერ შუაშია, მოვა დრო და ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ჩვენ მიერ ჩადენილი კარგი და ცუდი საქმეები ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. ბრაზი კი არ მალაპარაკებს, უბრალოდ, სამყაროს ლოგიკაა ასეთი. მიუხედავად ამისა, ყველაფერს თავისი უკეთესი მხარეც აქვს. ამ ამბავმა ცხადად მაჩვენა, რამდენ ადამიანს შესტკივა ჩემზე გული. არ წყდება ტელეფონის ზარი, ვერ ავუდივარ წერილების კითხვას. თქვენი კეთილგანწყობის, გულშემატკივრობის, თანადგომის სიტყვები მმატებს მხნეობას და იმედით მავსებს. მადლობას გიხდით, ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, სტუდენტებო, ნათესავებო, ნაცნობ-უცნობებო, ამდენი თბილი სიტყვისთვის. ბედნიერებაა, რომ არსებობთ. გთხოვთ, მაპატიოთ თქვენ, ვისაც თავი კარგად ვერ დაგამახსოვრეთ, ნებით თუ უნებლიედ გული გატკინეთ, ვერ შეგისრულეთ დანაპირები, რადგან საამისო შესაძლებლობა არ აღმომაჩნდა, ახლა უკვე – აღარც დრო მაქვს. თუმცა, ამით არაფერი მთავრდება. სამომავლოდ, რა ასპარეზზეც არ უნდა აღმოვჩნდე, მწირი თუ დიდი რესურსებით, ძალას არ დავიშურებ ქვეყნისა და თქვენი მსახურებისთვის. დრო ყველაფერს მიუჩენს შესაფერ ადგილს. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ჩვენი კეთილი საქმეები კი დარჩება ნათელ მაგალითად იმ უმთავრესი ფასეულობების ერთგულებისა, რასაც ჩემი და თქვენი სამშობლოს ნათელი მომავალისთვის ზრუნვა, უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა ჰქვია. რაც შეეხება ოპონენტთა დისკრედიტირების ყბადაღებულ და დღეს უკვე ლამის კლიშედ ქცეულ „ჩრდილოთუმეს“ იარლიყს, ამაზე კომენტარს არც კი გავაკეთებ. ან კი მტკიცებას რა ძალა აქვს? დაე, კვლავ ჩემი ღირებულებები ჩემმა საქმეებმა გამოაჩინოს“,- ნათქვამია ინგა შამილიშვილოს განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge