png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნოდარ ჯავახიშვილმა და ჟან-კლოდ ფრეკონმა ხელი მოაწერეს გზამკვლევს „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისათვის საქართველოში“

  • პოლიტიკა
  • 16.12.2015
  • 15:04
ნოდარ ჯავახიშვილმა და ჟან-კლოდ ფრეკონმა ხელი მოაწერეს გზამკვლევს  „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისათვის საქართველოში“

საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა ხელი მოაწერეს გზამკვლევს  „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისათვის საქართველოში“.

აღნიშნულ გზამკვლევზე ხელმოწერით, მხარეები იღებენ ვალდებულებას განაგრძონ თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის განვითარების მიზნით, ადგილობრივი თვითთმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის ფარგლებში.

საქართველომ წარმატებით შეასრულა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის 2013 წლის რეკომენდაციები თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, რასაც კონგრესის პოზიტიური რეზოლუცია ადასტურებს.

გზამკვლევი ითვალისწინებს:

  • ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს;
  • კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში სუბსიდიარობის პრინციპის ასახვისათვის;
  • ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონსულტაციებს რეგიონული განვითარების მიზნით;
  • მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესის მონიტორინგს.

თვითმმართველობის რეფორმის მიმართულებით საქართველომ უკვე არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის:  შემუშავებული და დამტკიცებული იქნა თვითმმართველობის ახალი კოდექსი, შეტანილ იქნა ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობების ადმინისტრაციული  და ტერიტორიული მოწყობის საკითხში, განხორციელდა აქტივობები  მათი ფინანსური დამოუკიდებლობის მიმართულებით და ა.შ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge