png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

17 მაისს სამღვდელოება მსვლელობას გეგმავს

  • საზოგადოება
  • 15.05.2019
  • 14:56
17 მაისს სამღვდელოება მსვლელობას გეგმავს

17 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სამღვდელობა მსვლელობას მოაწყობს, - ამის შესახებ ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

სამღვდელობა საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ მათ მსვლელობას.

"ძმანო და დანო! 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა. მოგეხსენებათ, რომ ქრისტანული ოჯახი მცირე ეკლესიაა, სწორედ ამიტომ, დემონურმა ძალებმა განსაკუთრებული ბრძოლა გამოაცხადეს ოჯახის ინსტიტუტს სხვადასხვა მეთოდით და საშუალებით. თუნდაც იმით, რომ ოჯახის იმიტაციას ახდენენ სოდომური ცოდვის შერწყმით და ასე განზოგადებით ოჯახისა, რაც არის უმძიმესი ცოდვა. დანაშაული ღვთის, ადამიანის, ზნეობის, ოჯახის ინსტიტუტის წინაშე.

აქედან გამომდინარე, რამდენიმე წლის წინ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, დადგინდა სწორედ ოჯახის სიწმინდის დღე და განისაზღვრა მისი თარიღი 17 მაისი. ჩვენ ვაწყობთ მსვლელობას, პარასკევს, 17 მაისს, 10 საათიდან ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე სამღვდელოება, მრევლი, საზოგადოება. აღვასრულებთ სავედრებელ პარაკლისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ და შემდეგ მოეწყობა მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ. შემოგვიერთდით.", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ლგბტქი თემი 17 ღონისძიების გამართვას არ გეგმავს. მათი თქმით, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს.

17 მაისს სამების ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge