png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

კახა კალაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

  • საზოგადოება
  • 09.05.2019
  • 11:34
კახა კალაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი, პრემიერ-მინისტრთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ კაცობრიობა ფაშიზმისგან სწორედ მათმა თავგანწირვამ იხსნა.

„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ამ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ომის ვეტერანებს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს თავიანთი თავგანწირვისა და გმირობის ფასად კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნეს. 74 წელი გავიდა მას შემდეგ და სამწუხაროა, რომ ჩვენი ვეტერანები ყოველწლიურად გვაკლდება. მათ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და სიძლიერეს ვუსურვებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ ბენდი“, თბილისის მერიის პირველი სახელოვნებო სკოლის ბიჭუნათა კაპელა და თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი მონაწილეობდნენ.

ვაკის პარკში დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერის მოადგილეები, ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge