png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თბილისი გახდება ევროპული კატეგორიის დედაქალაქი - მამუკა ბახტაძე

  • საზოგადოება
  • 08.05.2019
  • 13:47
  თბილისი გახდება ევროპული კატეგორიის დედაქალაქი - მამუკა ბახტაძე

ჩვენი ამოცანაა, თბილისი აუცილებლად გავხადოთ ევროპული კატეგორიის დედაქალაქი ყველა სტანდარტის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მთავრობის მიერ გაცხადებული მწვანე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და უმთავრესიპრიორიტეტია.

„შეძენილია 90 ახალი, უმაღლესი სტანდარტის ევროპული კატეგორიის ავტობუსი, წლის ბოლომდე კიდევ 200-ზე მეტი ახალი ავტობუსი შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომთბილისში ძველ პარკს ფაქტობრივად მთლიანად ჩავანაცვლებთ. ჩვენ დამატებითი რესურსი გამოვუყავით თბილისის მუნიციპალიტეტს, რათა მომავალ წელსაც განაგრძოს ესპროგრამა. მომავალ წელს ელექტროავტობუსები დაგვემატება. თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენდავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, რომლითაც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ. ვიცით, რომ ჩვენს სხვა მიმართულებებში გვაქვსპრობლემები, როგორიც არის მაგალითად თბილისის მეტროპოლიტენი. თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და დაიწყება მეტროს ახალი შემადგენლობებისშემოყვანაც. გპირდებით, თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი და ამას აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძესა და მის გუნდ პროექტის მოკლე ვადებში განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი MAN-ის მარკის, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები დედაქალაქის მერმა წარადგინა.

თბილისის წელს ავტოპარკს Euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მომუშავე 90 ახალი ავტობუსი ემატება. ტრანსპორტი გათვლილია 82 მგზავრზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ტრანსპორტი აღჭურვილია საინფორმაციო ხმოვანი სისტემით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, ასევე USB დამტენებით და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალებით. 8 თვეში დედაქალაქს კიდევ 220 ერთეული, ISUZU-ის მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი დაემატება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge