png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ახალი ინტერნეტბანკი შექმნა

  • ბიზნესი
  • 08.05.2019
  • 11:02
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ახალი ინტერნეტბანკი შექმნა

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა ბიზნესისთვის ახალი, კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და თანამედროვე ინტერნეტბანკის შექმნის შესახებ განაცხადა.

ახალი ბიზნეს ინტერნეტბანკი არის მარტივი ნავიგაციისა და დახვეწილი ვიზუალის მქონე, ყველა თანამედროვე მოწყობილობაზე გათვლილი ინტერნეტბანკი, რომლისთვისაც შეიქმნა ავტორიზაციის ახალი ერთიანი სისტემა. ამიერიდან, საქართველოს ბანკის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, იდენტიფიკაცია გაიაროს ყველა ელექტრონულ არხში ერთი მომხმარებელის სახელით და პაროლით. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნესპროცესებს, რადგან თუკი ფიზიკური პირი არის რამოდენიმე კომპანიის წარმომადგენელი, ის ინტერნეტბანკიდანვე შეძლებს ნავიგაციის გაკეთებას სხვადასხვა კომპანიის ინტერნეტბანკში, მომხმარებელის სახელის და პაროლის დამატებითი მითითების გარეშე.

პროცესის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის კომპანიის ხელმძღვანელს უკვე ინტერნეტბანკიდანვე აქვს შესაძლებლობა, საკუთარ თანამშრომელს გაუწეროს ინტერნეტბანკის იუზერი და მისცეს სხვადასხვა ტიპის უფლებები და აღარ არის საჭირო სერვისცენტრში ვიზიტი თუ მინდობილობის გაფორმება.

ახალი ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა პროდუქტზე (ანგარიშებზე, ბარათებზე, დეპოზიტებზე, სესხებზე, გარანტიებზე) და მარტივად მართოს ისინი. ახალი ინტერენტბანკიდან ასევე შესაძლებელია ბიზნეს ბარათის შეკვეთა, ანგარიშისა თუ ანაბრის გახსნა. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტბანკიდანვე მოითხოვოს სესხი და საბანკო გარანტია. გაიაქტიუროს ბარათის დაცვა და 3D უსაფრთხოების სერვისი. ასევე, დააკორექტიროს ბარათის ხარჯვის ლიმიტები.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყო თანამედროვე, ნიშნავს იყო მუდმივ განვითარების პროცესში, უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშავო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის სწორედ თანამედროვე ტრენდების, მომხმარებლის სურვილების, უამრავი პროფესიონალის შრომის და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ წარმოგიდგენთ ქართულ ბაზარზე თანამედროვე, სრულყოფილ და მარტივ ინტერნეტბანკს, იმისათვის, რომ ბიზნესს გავუმარტივოთ ბიზნესპროცესები, საქმის კეთება და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

საქართველოს ბანკის მომხმარებელს ოპერაციების მარტივად, სწრაფად და უსაფრთხო შესრულების მიზნით ასევე აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ბიზნესისთვის მობილბანკის აპლიკაციით mBusiness, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება App Store-ზე და Play Store-ზე. საქართველოს ბანკი აგრძელებს ინტერნეტბანკის განვითარებაზე მუშაობას და მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge