png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ 9 მაისს „უკვდავი პოლკის“ კონტრაქციას გამართავს

  • საზოგადოება
  • 07.05.2019
  • 12:27
მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ 9 მაისს „უკვდავი პოლკის“ კონტრაქციას გამართავს

ორგანიზაცია „რუსეთი ოკუპანტიას“ ორგანიზებით 9 მაისს, თბილისში, კუს ტბის ასახვევთან „უკვდავი პოლკის“ კონტრაქცია - „არა პუტინის მარშს“ გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით „რუსეთი ოკუპანტია“ განცხადებას ავრცელებს:

„2019 წლის 9 მაისს, რუსეთში დაარსებული “უკვდავთა პოლკი” მსვლელობას გამართავს. რუსეთიდან მართული ძალა დემონსტრაციული მსვლელობისთვის, კუს ტბის ასასვლელიდან -ვაკის პარკამდე ტერიტორიას გადაკეტავს. “უკვდავთა პოლკი” არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველოს დედაქალაქში აქციას მართავს ორგანიზაცია, რომლის ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის მოხსენიებული.

“უკვდავი პოლკი” პუტინის პროპაგანდისტული რეჟიმის პროექტია და ოკუპანტი სახელმწიფოს რბილი ძალის ყველაზე საზიზღარ ფორმას წარმოადგენს. ის აძლიერებს კრემლის კოლაბორაციონისტულ ძალებს, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ყველგან სადაც ოფიციალურ მოსკოვს საკუთარი ინტერესები აქვს. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე, ორგანიზაცია “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებელია. ის თავისი ანტიდასავლური რიტორიკით არის ცნობილი. ეწინააღმდეგება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და ამის საპირისპიროდ, ქვეყნის “ევრაზიულ კავშირში” ინტეგრაციას ემხრობა.

9 მაისს ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი, ვლადიმერ პუტინი, საქართველოს ტერიტორიაზე აღლუმებს გამართავს, არა მხოლოდ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, არამედ ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

“არა პუტინის მარშს!” აქციის მიზანი არ არის “უკვდავთა პოლკის” მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პრო-ევროპული და პრო-ამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება.

საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს სწორი, ევროპული არჩევანი. ახლა ამ არჩევანს სჭირდება დაცვა!”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ღონისძიება 9 მაისს, კუს ტბის ასახვევთან 9:30 საათიდან დაიწყება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge