png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობისთვის გასამართლებული ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

  • მსოფლიო
  • 03.05.2019
  • 13:25
კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობისთვის გასამართლებული ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ვიეტნამის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში ედებოდა, მალაიზიის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. იუწყება Reuters-ი.

30 წლის დოან თჰი ჰიონგის ადვოკატმა სააგენტოს განუცხადა, რომ ის სამშობლოში დღესვე დაბრუნდება.

მალაიზიის უმაღლესმა სასამრთლომ 1 აპრილს დოან თჰი ჰიონგის საქმე  გადააკვალიფიცირა და მას ბრალი ჯანმრთელობისთვის განზრახ ზიანის მიყენებისთვის წაუყენა.

შედეგად ქალს სამი წლითა და ოთხი თვით პატიმრობა მიესაჯა. როგორც ადვოკატმა განმარტა, მან სასჯელის ნაწილი უკვე მოიხადა. მარტში სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა მეორე ეჭვმიტანილი ქალი, ინდონეზიის 26 წლის მოქალაქე სიტი აისია.

კიმ ჩენ ნამს თავს  კუალა-ლუმპირის აეროპორტში 2017 წლის 13 თებერვალს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მას სახეზე ნერვულ-პარალიტური ნივთიერებით გაჟღენთილი ცხვირსახოცი სახეზე დაადეს. ქალებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ არ იცოდნენ შხამიანი ცხვირსახოცის შესახებ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სატელევიზიო შოუში მონაწილეობდნენ, რისთვისაც ისინი მანამდე უცნობმა მამაკაცებმა დაიქირავეს. მალაიზიის პოლიციამ მამაკაცების იდენტიფიცირება მოახდინა, ისინი ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ქალების დაპატიმრების მომენტში ქვეყანა დატოვეს. კიმ ჩენ ნამი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge