png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თეგეტა მოტორსმა საქართველოში GROUPAUTO Caucasus-ის ყოველწლიურ ღონისძიებას უმასპინძლა

  • ბიზნესი
  • 30.04.2019
  • 16:38
თეგეტა მოტორსმა საქართველოში GROUPAUTO Caucasus-ის ყოველწლიურ ღონისძიებას უმასპინძლა

თეგეტა მოტორსმა უმასპინძლა GROUPAUTO Caucasus-ის შეხვედრებს საქართველოში. „პატივი გვაქვს წელს ჩვენ ვიყოთ GROUPAUTO Caucasus-ის მასპინძლები, ეს შეხვედრები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის გაძლიერებას, ასევე მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას და განვითარებას. თეგეტა მოტორსი, როგორც კავკასიის რეგიონში საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანია, არის ამ გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი. ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ საქართველოს გახდეს რეგიონში საავტომობილო სფეროს ლიდერი“ - განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

GroupAuto Caucasus გახლავთ GroupAuto International-ის წევრი კომპანია, რომელიც წარმოდგენილია კავკასიის რეგიონში. GroupAuto Caucasus-ის მთავარი მიზანია დანერგოს და განავითაროს თანამედროვე სერვისები რეგიონში, ასევე  მოახდინოს საავტომობილო სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია რეგიონალურ დონეზე. აღსანიშნავია, რომ ამ გზით სხვა მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მოხდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში არსებული კომპანიებისთვის. GROUPAUTO Caucasus-ის ცენტრალური ოფისი და რეგიონალური ჰაბი განთავსებული იქნება საქართველოში.

GroupAuto International არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი 50-მდე ბრენდის მიერ წარმოებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე კომერციული დანიშნულების ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების იმპორტს ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 70 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჩინეთში, ბრაზილიაში და სხვა. GroupAuto International აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით 1 500-ზე მეტ დისტრიბუტორს, 7 500-მდე სერვის ცენტრს და ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Shell, Bosch, ZF, Continental, Philips, Osram, Johnson Controls, Exide და სხვა.

GroupAuto International-ის მთავარი მიზანია ავტოინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი ბრენდების გაერთიანება და მათი ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირება, რათა განვითარდეს ავტოინდუსტრია და ხელმისაწვდომი იყოს სერვისის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროდუქცია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge