png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში CERN-ის მასტერკლასი გაიმართა

  • საზოგადოება
  • 25.04.2019
  • 19:30
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში CERN-ის მასტერკლასი გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველად უმასპინძლა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN - ჟენევა, შვეიცარია) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მასტერკლასს ნაწილაკების ფიზიკაში.

მასტერკლასს ორგანიზება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრმა გაუწია. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო IPPOG-ის (International Particle Physics Outreach Group) წარმომადგენელმა საქართველოდან - ქეთევან მირზიაშვილმა.

მასტერკლასის მონაწილეთათვის თეორიული და პრაქტიკული მუშაობის პროცესი მთლიანად შემეცნებით ხასიათს ატარებდა. ლექციები, რომელთა თემას ნაწილაკების ფიზიკა, აქტუალური ექსპერიმენტები და დეტექტორები წარმოადგენდა, CERN-ის მეცნიერებმა ჩაატარეს. თეორიული კურსის შემდეგ, მონაწილეებმა ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემები დაამუშავეს, ასევე, სხვადასხვა ნაწილაკები და მათ შორის მიმდინარე პროცესები აღმოაჩინეს.

პარალელურ რეჟიმში, CERN-ის ანალოგიური მასტერკლასები მსოფლიოს რამდენიმე უნივერსიტეტში მიმდინარეობდა.

თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების დასრულების შემდეგ, CERN-ის მოდერატორების დახმარებით, მასტერკლასის მონაწილე ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შემაჯამებელი ვიდეოჩართვა განხორციელდა. ახალგაზრდებს ერთმანეთისთვის მიღებული ცოდნის გაზიარებისა და  მოდერატორებისთვის საინტერესო შეკითხვების საშუალება მიეცათ. დღის ბოლოს კი, მონაწილეებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცათ.

CERN-ის მეცნიერთა, მკვლევართა და აკადემიური სპეციალისტების გაერთიანების (IPPOG) მიზანია, უზრუნველჰყოს ახალგაზრდა თაობის მაქსიმალური ჩართულობა სამეცნიერო ცხოვრებაში, იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებმა სამყაროს მეცნიერის თვალით შეხედონ და ინტერესი გაუჩნდეთ მეცნიერების მიმართ. რაც შეეხება მასტერკლასებისა და ვორქშოფების პროგრამას, ის CERN-ის ექსპერტების მიერ რეალური ბაზისური მონაცემების მიხედვითაა შედგენილი და მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე, ექსპერიმენტულ ნაწილს, სახალისო ლექციებითა და სავარჯიშოებით, ინტერაქტიური ვიდეოჩართვებითა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ვირტუალური ვიზიტებით CERN-ში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge