თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ინციდენტის დროს დაშავებული 16 პაციენტი რჩება
- საზოგადოება
- 22.04.2019
- 12:06
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ინციდენტის დროს დაშავებული 16 პაციენტი რჩება. მედიკოსების თქმით, მათი უმეტსეობა ის პოლიციელები არიან, რომლებმაც დაზიანებები თავის არეში მიიღეს.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სხვა ტიპის ჩარევას არ საჭიროებენ.
პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ დაშავებულს გაეწია.
დღის განმავლობაში სტაციონარს რამდენიმე დაზარალებული კიდევ დატოვებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200