png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შეხვდი ახალ წელს ბათუმში Lou Bega-თან ერთად (VIDEO)

  • საზოგადოება
  • 15.12.2015
  • 17:43
შეხვდი ახალ წელს ბათუმში Lou Bega-თან ერთად  (VIDEO)

შეხვდით, ახალ, 2016 წელს ბათუმში. გრანდიოზული გალა-კონცერტი ევროპის მოედანზე, 31 დეკემბერს 22:00 საათზე დაიწყება და მასში უცხოელი ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მოადგილე ნათია სირაბიძე განმარტავს, გალა-კონცერტის მთავარი რეჟისორი ლაშა ონიანია, რომლის პორტფოლიოშიც შედის ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალური თამაშების დასკვნითი ღონისძიებების და ბათუმში გამართული საახალწლო კონცერტების რეჟისურა.


31 დეკემბერს გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გიორა ფაიდმენი (კლარნეტისტი, ოსკაროსანი ფილმის “შინდრელის სია” საუნდტრეკის ავტორი და შემსრულებელი).


ნათია სირაბიძის განმარტებით, ფაიდმენი ქართულ ორკესტრთან და კაპელასთან ერთად შეასრულებს ცნობილ უცხოურ და ქართულ ნაწარმოებებს. კონცერტის მიმდინარეობისას ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ნიმუშები და სპორტული ცეკვები, რომლებიც შესრულდება როგორც სცენაზე, ასევე მის გარშემო ყინულის საფარზე.
გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ასევე ლეგენდარული ჯგუფი Inner Circle -ი, რომელიც არის რეგის ფუძემდებელი და ბობ მარლის ცნობილი ჰიტების ავტორი. Inner Circle („ინერ სექლ“-ი იამაიკური მუსიკალური რეგ-ჯგუფია). როგორც ბენდი ის 1968 წელს ჩამოყალიბდა. 1970 წლისათვის მან უკვე მოიპოვა პირველი პოპულარობა. ჯგუფის ცნობილი ჰიტებია სიმღერა Bad Boys; ‘Sweat’ ( a la la la long), რეგისთან ერთად ისინი პოპსა და როკსაც მღერიან. ჯგუფი ორი გრემის მფლობელია.
2012 წელს ჯგუფმა დაიწყო კამპანია „გადაარჩინე რეგი მუსიკა“, რომლის მიზანიც იყო ტრადიციული რეგ მუსიკის პოპულარიზაცია. 2015 წლის ოქტომბერში საერთაშორისო რეგისა და მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებაზე, ჯგუფს "ინე სექლს" გადაეცა ჯილდო ნომინაციაში "ყველაზე გამორჩეული შოუ-ბენდი."


როგორც წესი, ბათუმი ტრადიციულად ახალი წლის დღეებში გრანდიოზულ კონცერტებს მასპინძლობს. 15 დღის განმავლობაში ჩატარდება უფასო საახალწლო ღონისძიებები (25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით).
წელს პირველად თავის ისტორიაში ბათუმში 13 ადმინისტრაციული უბანი გაცოცხლდება და გაფერადდება. ბათუმის ყველა უბანში ჩატარდება 2-საათიანი კონცერტები, ახალი წლის ღამეს კი გალა-კონცერტი ერას მოედანზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge