png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

შრიფტების კონკურსი „ქართული - ა“ იწყება

  • საზოგადოება
  • 15.04.2019
  • 16:55
შრიფტების კონკურსი „ქართული - ა“ იწყება

შრიფტების კონკურსი -  „ქართული - ა“  მეორედ  ჩატარდება. პროექტი, რომელიც თიბისი ბანკისა და დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ახალ ქართულ შრიფტებს შეიმუშავებენ, რომელთა შორის საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.

კონკურსზე რეგისტრაცია 1 მაისიდან დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება ვებ-გვერდზე  - Georgiana.ge.

გამარჯვებულებს კონკურსის   ჟიურის წევრები შემდეგ ნომინაციებში გამოავლენენ.

  • ლაკონური - ა (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი );
  • აკადემიური - ა  (კლასიკური, აკადემიური შრიფტი);
  • მხატვრული - ა (მხატვრული  შრიფტი);
  • გაკრული - ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი);
  • ფუტურისტული - ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)
  • ტექნიკური - ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად);
  • ადაპტირებული - ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია);
  • რეგულარლი ა.

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს  ერთ  კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარგენა შეუძლია, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრირონ. მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარადგინონ.

გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრიზები გადაცემათ. კერძოდ  პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი  2000 ლარით დაჯილდოვდება,  მეორე ადგილზე გასული კი -  1000 ლარით.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - Georgiana.ge.

„ქართული - ა“ ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც თიბისი ბანკის ინიციატივით, პროექტ #წერექართულადფარგლებში ხორციელდება. მაიკროსოფთან ერთად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს პროექტი „ქართულად“, რომელიც კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, თიბისის მხარდაჭერით გაციფრულდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი.

#წერექართულად  ეგიდით მიმდინარე თოთოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ - დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა, მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და გათავისუფლდეს ის ბარბარიზმებისგან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge