png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საბურთალოს რაიონის გამგებელმა 15 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა

  • საზოგადოება
  • 15.12.2015
  • 14:19
საბურთალოს  რაიონის გამგებელმა 15 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ  2014 წლის სექტემბრიდან  2015 წლის ბოლომდე გამგეობის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით,   საბურთალოს რაიონში  გზის კეთილმოწყობის სამუშაოები 164 ობიექტზე ჩატარდა . აღნიშნულ  პროექტებზე 5 600 000 ლარი დაიხარჯა;  მოეწყო 27 საყრდენი კედელი და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი. 2 731 934   ლარის ღირებულების სოციალური დახმარება გაეწია 10 669 მოქალაქეს.  კეთილმოეწყო 5 უფასო სასადილო, რომელიც 1645 ბენეფიციარს ემსახურება;  4 044 505  ლარით დაფინანსდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 585 პროექტი.

ბექა მიქაუტაძემ გამგეობის მუშაობის გამჭვირვალობასა  და  მის საქმიანობაში  საზოგადოებრივი საბჭოების ჩართულობაზეც ისაუბრა.  ასევე, შეეხო სამომავლო გეგმებს.

მისი თქმით, განხორციელებული პროექტების მასშტაბურობის  მიუხედავად, ბევრი გამოწვევა რჩება და გამგეობა მომავალი წლიდან კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს რაიონის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

დავით ნარმანიას თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში,  საბურთალოს რაიონის გამგეობა ძალიან აქტიურად მუშაობდა.

„შედეგიც სახეზეა: გაკეთდა შიდა კვარტალური გზები, მოწესრიგდა საერთო სარგებლობის ეზოები, ბავშვთა სათამაშო მოედნები. 13 – 14 ივნისის სტიქიის შემდეგ გამგეობის ნაწილობრივი ჩართულობით, განხორციელდა აღდგენითი სამუშაოები. მნიშვნელოვანია ის, რომ გამგეობის საქმიანობაში საზოგადოებაა  ჩართული და გამგეობაში არსებობს სათათბირო საბჭო, სადაც გადაწყვეტილების მიღებამდე, განიხილება ესა თუ ის საკითხი.  ანგარიშსაც ვაბარებთ ხალხს“, -განაცხადა დავით ნარმანიამ.

ანგარიშის წარდგენას საბურთალოს რაიონის მაცხოვრებლები,  საზოგადოებრივი საბჭოების წარმომადგენლები, თბილისის მთავრობისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge