png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დღეს, თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკას" პრემიერა გაიმართება

  • კულტურა
  • 05.04.2019
  • 09:31
დღეს, თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკას" პრემიერა გაიმართება

5 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება ჯაკომო პუჩინის ოპერის „ტოსკას“ პრემიერა. დადგმა პუჩინის ფესტივალის და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქციაა, რომელიც პირველად 2018 წელს  იტალიაში, პუჩინის ფესტივალზე ტორე დელ ლაგოში განხორციელდა. წელს კი მისი პრემიერა  თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე შედგება.

„ტოსკას“ დადგმა ეკუთვნის იტალიელ რეჟისორს ჯანკარლო დელ მონაკოს, უდიდესი იტალიელი ტენორის მარიო დელ მონაკოს შვილს. დამდგმელი დირიჟორია ჯანლუკა მარტინენგი, სცენოგრაფი  კარლო  ჩენტოლავინი, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი.

საპრემიერო ჩვენებები ასევე გაიმართება 6, 7, 10, 13, 14 აპრილს.

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და მოწვეული საოპერო ვარსკვლავები.

აღსანიშნავია, რომ 5 აპრილის სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღაირებული ქართველი ბარიტონი ლადო ათანელი, რომელიც მე-100ჯერ შეასრულებს პუჩინის ოპერაში „ტოსკა“ სკარპიას პარტიას.

5 აპრილს კავარადოსის როლში იქნება ცნობილი ქართველი ტენორი გიორგი ონიანი, რომელმაც სწორედ ამ დადგმის საპრემიერო ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა იტალიაში პუჩინის ფესტივალზე. ტოსკას პარტიას შეასრულებს თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი ხათუნა ჭოხონელიძე.

ოპერა „ტოსკას“ პრემიერა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, ღირსების ორდენოსანის, შვაიცერის საპატიო ორდენის კავალერის - ცისანა ტატიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

თეატრის დარბაზებში გამოიფინება ცისანა ტატიშვილის სასცენო კოსტიუმები, აქსესუარები, ფოტოები, აფიშები. თეატრში მისულ მსმენელს საშუალება ექნება მოისმინოს ქართველი პრიმადონას უნიკალური ჩანაწერები.

ულამაზესი სოპრანო 1963 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი იყო. 38 წლიანი კარიერის განმავლობაში, არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა ევროპის დიდ თეატრებში დარჩენილიყო, თუმცა თბილისის ოპერის თეატრი ერთადერთი იყო, რომელზეც ქალბატონმა ცისანამ არჩევანი გააკეთა. სტიქიური ენერგია, ულამაზესი ხმა და ექსპრესია კი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რის გამოც არაერთი მნიშვნელოვანი პარტია აქვს შესრულებული, როგორც თბილისის, ასევე მსოფლიოში ცნობილ საოპერო სცენებზე - ტოსკა, ეთერი, აიდა, ამელია, დეზდემონა, ლეონორა, სენტა, რენატა, ებოლი, ჰერტრუდა, სანტუცა, ლაურეტა, ამნერისი, სალომე და სხვა.

ცისანა ტატიშვილი, რიხარდ შტრაუსის „სალომეს“ შესრულებისთვის მსოფლიოს საუკეთესო სოპრანოთა სამეულში დასახელდა. 2010 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პუჩინის ოპერა „ტოსკა“ მსოფლიო პრემიერიდან სულ რაღაც 4 წელიწადში 1904 წლის 5 თებერვალს დაიდგა და მას შემდგომ დაიმკვიდრა ადგილი თეატრის რეპერტუარში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge