png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პრემიერმა კლინიკა „ჯერარსი“ გახსნა

  • მედიცინა
  • 04.04.2019
  • 13:09
პრემიერმა კლინიკა „ჯერარსი“ გახსნა

დღეს ჩვენ ვხსნით ობიექტს, რომელშიც ინვესტირებულია 40 მილიონ ლარზე მეტი, ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ინვესტორებს სწამთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის და იმ პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ჯერარსის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე ასეთი მაღალი სტანდარტის მრავალპროფილიან კლინიკა იხსნება, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება ჯანდაცვის მიმართულებით სწორ და შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს.

„ადამიანი და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი. სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებამ გამოიწვია ის, რომ ეს სფერო საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო გახდა. მიხარია, რომ თბილისში და საქართველოს რეგიონებში კერძო სექტორი მსგავს კლინიკებს ავითარებს. ამასთან ერთად ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ჩამოვყალიბდეთ რეგიონულ ცენტრად სამედიცინო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათთვის მაღალი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიწოდება. მომავალ წლებში პრიორიტეტი იქნება ის, რომ საქართველომ შეძლოს, მეტი სერვისი მიაწოდოს ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს. მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში უნდა შევქმნათ პოტენციალი, რომ სამედიცინო სერვისების ექსპორტის თვალსაზრისით ნახევარ მილიარდიანი ახალი სექტორი შეიქმნას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კლინიკა „ჯერარსი“ დაპროექტებულია გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების მიერ. შენობა-ნაგებობა აშენებულია 12000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოების და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. კლინიკაში განთავსებულია 10 საოპერაციო, 2 კათეტერიზაციის ლაბორატორია და 208 საწოლი პაციენტებისთვის.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge