png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ეფექტიანი და დროული რეაგირება - სახალხო დამცველი

  • საზოგადოება
  • 01.04.2019
  • 13:42
რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება   ეფექტიანი და დროული რეაგირება - სახალხო დამცველი

რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა,  - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი.

„2012-2014 წლებში საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მუსლიმების წინააღმდეგ სავარაუდო რელიგიური ნიშნით ჩადენილი დევნისა და რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელშეშლის ფაქტების ნაწილზე გამოძიება უშედეგოდ გრძელდება, ნაწილზე კი შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი, რაც წლების განმავლობაში პრობლემური იყო, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ამ ტიპის დანაშაულებზე ეფექტიანი და დროული რეაგირება. სიძულვილით მოტივირებული სავარაუდო დანაშაულების კუთხით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია იეჰოვას მოწმეები. ისინი ხშირად ხდებიან სხვადასხვა ფიზიკური პირების აგრესიის მსხვერპლნი. ამასთან, არსებობს საგამოძიებო უწყებების მხრიდან საქმეების შესწავლის გაჭიანურების და სავარაუდო დაზარალებულებთან ჯეროვანი კომუნიკაციის წარმართვის პრობლემური საკითხები“, - წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში მოიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიზანია გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა კონკრეტულ სფეროში და მიმართულია პრაქტიკასა თუ კანონმდებლობაში არსებული დარღვევებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ. სახალხო დამცველის საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2018 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge