png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს ფოსტამ ორი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მოიპოვა EMS გზავნილების მიმართულებით

  • საზოგადოება
  • 01.04.2019
  • 12:16
საქართველოს ფოსტამ ორი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მოიპოვა EMS გზავნილების მიმართულებით

მსოფლიო საფოსტო კავშირის შტაბ-ბინაში EMS კოოპერატივის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავი გენერალური ანსამბლეა გაიმართა.  EMS კოოპერატივის დაკვეთით ყოველწლიურად ტარდება წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორული შეფასება ორი მიმართულებით - მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) და სტანდარტების შესრულების (EMS Performance) კუთხით. შეფასების შედეგად ხდება გამარჯვებული საფოსტო ოპერატორების გამოვლენა სამ საპრიზო ნომინაციაში: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. საქართველოს ფოსტამ 2018 წლის მონაცემებით ორივე მიმართულებით გაიმარჯვა და სტანდარტების შესრულების კატეგორიაში ოქროს  ჯილდოს მფლობელი გახდა, რაც ხაზს უსვავს იმ გარემოებას, რომ კომპანიამ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შესრულება.

„ჩვენთვის მეტად საამაყო შედეგია მსოფლიოს 181 საფოსტო ოპერატორს შორის გაღიარონ საუკეთესოდ და გადმოგცენ ოქროს პრიზი, ამისათვის მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს ფოსტის გუნდს, რომელმაც დიდი შრომა გასწია ასეთი შედეგების მისაღწევად. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ და „პოსტევროპის“ ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს ფოსტამ EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და შეიმუშავა ახალი საოპერაციო მოდელი, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების ყველა სტანდარტს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძე.

მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და მოიცავს 200-მდე ქვეყანას, პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მისი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის საფოსტო მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge