png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკის მხარდამჭერია - მაიკ პომპეო

  • პოლიტიკა
  • 28.03.2019
  • 12:08
მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკის მხარდამჭერია - მაიკ პომპეო

27 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს მოსმენა საკითხზე: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და 2020 ფისკალური წლის ბიუჯეტი.“

მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთიდან, ირანიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთიდან ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაზე. 

მოსმენისას კონგრესმენმა სტივ ჩაბომ (რესპუბლიკელი-ოჰაიოს შტატი) ყურადღება გაამახვილა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.

„საქართველო და უკრაინა ორივე პუტინის მხრიდან ინტენსიური და მუდმივი ზეწოლის წინაშე არიან. ორივე ამ ქვეყნის ტერიტორია უკანონოდ არის რუსეთის კონტროლის ქვეშ. ამ რისკების მიუხედავად საქართველო და უკრაინა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა აქტიურად ახორციელებს პროდასავლურ პოლიტიკას. თუ შეიძლება გვითხარით, თუ როგორ აძლიერებს პრეზიდენტის ბიუჯეტი ჩვენი ამ უმნიშვნელოვანესი პარტნიორებისადმი მხარდაჭერას?“ - აღნიშნა კონგრესმენმა.

„როგორც ნახეთ, ორი სახის რეალური გზით გავუწიეთ უკრაინას ხელშესახები დახმარება. ჩვენ უკრაინელ ხალხს მივაწოდეთ თავდაცვითი სახის შეიარაღება. ასევე დავეხმარეთ დაზვერვითი სახის ინფორმაციით, ჩემს წინა თანამდებობაზე მუშაობისას, სახელმწიფო მდივნად დანიშვნამდე. თქვენ ხედავთ ჩვენ ძალისხმევებს მსოფლიოში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ძალისხმევებს. მალე არჩევნები ახლოვდება უკრაინაში. მრავალი ელემენტია ამ მიმართულებით. და მე ვსაუბრობდი ამის შესახებ, რაშიც როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე თავდაცვის დეპარტამენტია ჩართული. ჩვენ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია აშშ-ს მიმართ და

იზიარებს ჩვენს ხედვას, თუ როგორ ოპერირებს რეგიონი.“ - ითქვა კონგრესმენი ჩაბოს შეკითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს გამოსვლაში.  

მოსმენის თაობაზე ვიდეოს ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: https://foreignaffairs.house.gov/hearings?ID=348983EB-0BA0-48D7-8B49-355C3D02AD5C,  საქართველოზე კითხვა-პასუხის ნაწილი - 1:34:25-დან 01:35:36-მდე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge