png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება

  • პოლიტიკა
  • 27.03.2019
  • 15:39
 საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება

საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება. ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი  კობახიძემ და სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

მხარეებმა, ასევე, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის საკითხი განიხილეს. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.  მისივე ინფორმაციით, სერბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში  უახლოეს თვეებში გაიხსნება.

„პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გაიხსნება სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ასევე, მან დღესვე გასცა დავალება, რომ დაიწყოს მუშაობა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების დაწყების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ეს არის სერბეთის პრეზიდენტთან ჩვენი საუბრის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში დეპუტატები: გოგა გულორდავა, გიორგი თოთლაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ბაქრაძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge