png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპის ვეტო ვერ დაძლია

  • მსოფლიო
  • 27.03.2019
  • 13:14
აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპის ვეტო ვერ დაძლია

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის პირველი ვეტო ვერ დაძლია.

ვეტოს დაძლევას ხმა 258-მა კონგრესმენმა მისცა, ხოლო 181 წინააღმდეგ წავიდა. იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულიყო, მისთვის მხარი პალატის წევრების ორ მესამედს უნდა დაეჭირა, ანუ 290 კონგრესმენს. რესპუბლიკური პარტიის წევრთა უმეტესობა ტრამპს მიემხრო, ვეტოს დაძლევას მხარი მხოლოდ 14-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა.

ამერიკის სენატი ამ საკითხთან დაკავშირებით თავის კენჭისყრას არ ჩაატარებს, რადგან ვეტო თავის მოქმედებას ინარჩუნებს. იუწყება სააგენტო Associated Press-ი.

მარტის შუა რიცხვებში ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას, რომელიც მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმებას ითვალისწინებდა. ტრამპმა საგანგებო მგომარეობა თებერვალში დააწესა, რათა კედლის ასაგებად 8 მლრდ დოლარი მიეღო.

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ კონგრესი არ დათანხმდა ამ მიზნებისთვის 5,7 მლრდ დოლარის გამოყოფას. კედლის ასაშენებლად კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი 1,375 მლრდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინსაარჩევნო დაპირება იყო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge