png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ებრაული მემკვიდრეობის თემაზე თბილისში გენერალური ასამბლეა ჩატარდება

  • საზოგადოება
  • 27.03.2019
  • 12:34
ებრაული მემკვიდრეობის თემაზე თბილისში გენერალური ასამბლეა ჩატარდება

28-29 მარტს საქართველო პირველად უმასპინძლებს ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) გენერალური ასამბლეის სხდომას. ამასთან დაკავშირებით, თბილისს AEPJ-სა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის 30-მდე წარმომადგენელი და ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი ეწვევიან.

სხდომის გახსნას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი.

სხდომა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (სანაპიროს ქ.4) 28 მარტს 10.00 საათზე გაიხსნება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოში ებრაულ მარშრუტს კოორდინაციას უწევს ორგანიზაცია „ისრაელის სახლი“, რომელიც სამინისტროსა და ისრაელის ქნესეთის მხარდაჭერით, აქტიურადაა ჩართული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ღონისძიებებში, რომლებიც ლუქსემბურგში, მადრიდში და ევროპის სხვა ქალაქებში ტარდება.

„ისრაელის სახლი“ ისრაელის პარლამენტის (ქნესეთი) მხარდაჭერით მუშაობს ჰასბარას (ისრაელის წარმოდგენა), საქართველო-ისრაელისა და საქართველო-მსოფლიო ებრაელობის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს კი ორგანიზაცია განიხილავს, როგორც საქართველოს სიმდიდრეს და ეფექტიან ინსტრუმენტს ქვეყნის ებრაულ სამყაროსთან კავშირებში.

 „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს აზრით, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი შეიძლება გაფართოვდეს და მან კავკასიის რეგიონი მოიცვას. „ისრაელის სახლი“ აპირებს, ეს იდეა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციას (AEPJ) გააცნოს.

AEPJ-სა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის წარმომადგენლებისა და ისრაელის დელეგაციის წევრებისთვის, „ისრაელის სახლის“ მონაწილეობით, 29 მარტს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის სახელით, მიღება გაიმართება. სტუმრები ეწვევიან, აგრეთვე, მცხეთას, ეროვნულ მუზეუმს, ეროვნულ ბიბლიოთეკში „ისრაელის სახლის“ თაოსნობით შექმნილ ებრაულ ბიბლიოთეკას, მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაესწრებიან ებრაულ თემატიკაზე დადგმულ წარმოდგენას.

ასამბლეას ფარგლებში, იციკ მოშე მიმართავს AEPJ-ის, რომ დაარეგისტრირონ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ორი მარშრუტი: 1. ებრაული მემკვიდრეობის კავკასიური გზა, რომელიც დაიწყება იერუსალიმიდან, საქართველოს გავლით, დასრულდება ქუბაში (აზერბაიჯანი) და მეორე, საქართველო შევიდეს ქაშერი ღვინის მარშრუტში, რომელიც დღეს მოიცავს ესპანეთს, იტალიას და საფრანგეთს.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს შეფასებით, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს, ის ერთი მხრივ, ხელს უწყობს ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციას, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს აძლევს საშუალებას, ტურისტად რაც შეიძლება მეტი ისრაელელი და მსოფლიო ებრაელობის წარმომადგენელი მოიზიდოს. იციკ მოშეს სჯერა, რომ მხოლოდ ისრაელიდან 2020 წელს საქართველოს 200 ათასი ტურისტი ეწვევა, რაც 200 მლნ დოლარია ქართული ეკონომიკისთვის.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge