png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მამუკა ბახტაძე იენს სტოლტენბერგთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო

  • თავდაცვა
  • 25.03.2019
  • 16:00
მამუკა ბახტაძე იენს სტოლტენბერგთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

მთავრობის მეთაური და ნატოს გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილის პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასგან სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

მამუკა ბახტაძე და იენს სტოლტენბერგი მრავალეროვნულ ბრიგადასაც ესტუმრნენ, სადაც სასწავლო აუდიტორიის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ გაცნობითი ბრიფინგი მოისმინეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი ასევე შეხვდნენ საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.

სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში, რომელსაც JTEC-ი 18-29 მარტს მასპინძლობს, 350-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი მონაწილეობს. „ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge