png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბათუმში ბარაკების ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 14.12.2015
  • 15:05
ბათუმში ბარაკების ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმში ბარაკების ნაცვლად ახალ საცხოვრებელ სახლის მშენებლობას საძირკველი ჩაუყარა. მინისტრმა სიმბოლური კაფსულა ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან, საქართველოს ბანკის წარმომადგენელთან არჩილ ჯანყარაშვილთან და კომპანიის დირექტორთან ლევან წივწივაძესთან ერთად ჩადო.
"დღეს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. დამატებით ახალი ბარაკული დასახლება გაუქმდა და იქ მცხოვრები ოჯახები მალე ახალ თანამედროვე ტიპის სახლში იცხოვრებენ. საუბარია 1,8 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე. პროექტს როგორც სოციალურ-ეკონომიკური,ასევე ტურისტული დატვირთვა აქვს.
მოხარული ვარ,რომ ქალაქში აღარ დარჩება არც ერთი უსახური შენობა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. მეორეს მხრივ ტურისტული ქალაქის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ბარაკების პროექტის კიდევ ერთი ღირებულება ახალი სამუშაო ადგილების გაჩენაა, აღნიშნულ მშენებლობაზე დაახლოებით 80 ადამიანი დასაქმდება.მინდა წარმატებები ვუსურო კომპანიას.
პროექტის ფარგლებში ბათუმში ამ დროისთვის 3 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა. შედეგად 17 ოჯახს ბარაკების ნაცვლად ახალ სახლში ბინა საკუთრებაში გადაეცემა. აჭარის მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს ყვველა მსგავსი ტიპის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას" - განაცხადა დავით ბალაძემ.

დავით ბალაძეს მშენებლობის დეტალები კომპანიის დირექტორმა გააცნო.
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შპს „ბი აი სი“-მ „ახალი საცხოვრებელი სახლები ბათუმში ბარაკების ნაცვლად“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო.
სახლის მშენებლობით 1,8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 12 სართულიან შენობაში 78 ბინა განთავსდება. პროექტში ჯამში 80 ადამიანი დასაქმდება.  ტერიტორიაზე კომპანიამ 509 კვ.მეტრზე განთავსებული 3 სახლის დემონტაჟი უკვე განახორციელა.ოჯახებზე კომპენსაციის სახით გაცემულმა თანხამ დაახლოებით 100 000 დოლარი შეადგინა. ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებს ახალ საცხოვრებელ სახლში საკუთრებაში სულ 1300 კვ.მ ფართი გადაეცემა. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
აჭარის ა.რ. მთავრობამ აღნიშნული პროგრამა ქ. ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის შეიმუშავა. აღნიშნული პროექტით აჭარის რეგიონში მოხდება:
• მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
• ქალაქის განაშენიანების ხელშეწყობა;
• ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
• სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge