png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის მჭიდს დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია

  • მსოფლიო
  • 15.03.2019
  • 13:00
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის მჭიდს დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად,ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 49, ხოლო დაჭრილია 48 ადამიანი. ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ი თავდამსხმელების იარაღის მჭიდის ფოტოს ავრცელებს, რომელზეც იკითხება ქართული წარწერა - დავით აღმაშენებელი, დავით სოსლანი.

გამოცემა ფოტოს აღწერაში აღნიშნავს, რომ მსროლელმა იარაღის მჭიდზე ის სახელები და გვარები დაიტანა, რომლებმაც წარსულში, სხვადასხვა დროს, თავდასხმები აწარმოეს.

ფოტოზე ჩანს ასევე სხვა ენაზე დაწერილი სახელებიც, მათ შორის, რუსულად. ახალი ზელანდიის პოლიციას, შემთხვევის ადგილზე ამოღებულ იარაღთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

გავრცელებული ფოტოები თავმდამსხმელის, ბრენტონ ტარანტის მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირადი გვერდებიდან არის აღებული, რომელიც მოგვიანებით სოციალურმა ქსელმა წაშალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა:

„უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო”, - აღნიშნულია  განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge