png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 14.03.2019
  • 10:00
სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და საქართველო - სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და საქართველო - ევროკავშირის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მან როგორც პრემიერმა პირველი ვიზიტი საქართველოში განახორციელა, რაც სომხეთის მთავრობის დამოკიდებულების მანიშნებელი და საქართველოს მნიშვნელობის ხაზგასმაა.

,,ჩვენს ურთიერთებში უნდა დავეყრდნოთ სტრატეგიულ - საერთო ინტერესს და მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც ასეთი პასუხი მივიღე. ახლა დროა ეს ურთიერთგაგება მოქმედებაში მოვიყვანოთ."

როგორც შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს და სომხეთს ბევრი რამ აერთიანებს - გეოგრაფია, ისტორია, მომავალი და მომავლის გეგმები.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებისათვის. ასევე ერთობლივი, უფრო მწიდრო ურთიერთობებით საერთაშორისო თანამეგობრობასთან,  ერთ ერთი ასეთი მაგალითი ევროკავშირია.

ერთად შეგვიძლია ბევრად მეტი ვიდრე მარტო, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, - განაცხადა საქრათველოს პრეზიდენტმა.

აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები გაზრდილია საქართველოს მიერ ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით.

მნიშვნელოვანია, რომ სომხეთი ტურიზმის სფეროში საქართველოს პარტნიორია. მაღალია ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის  მაჩვენებლი. სომხეთს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილი უკავია, ასევე, საქართველო მოწინავე ადგილზეა სომხეთში შესულ ვიზიტორთა რაოდენობით.

საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობას, მათ ინტეგრაციას საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ახალგაზრდების  ჩართულობის გააქტიურებასა და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლების საკითხებს. მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - სომხეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების განახლების საკითხი დააყენა, რომლის მოქმედებასაც ვადა 2018 ამოეწურა.

საქართველოს პრეზიდენტმა დააყენა საკითხი სომხეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართულობის საკითხი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge