png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგო - პრემიერი „ფრესკოს“ დამფუძნებლის განცხადებაზე

  • პოლიტიკა
  • 08.03.2019
  • 14:41
როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგო - პრემიერი „ფრესკოს“ დამფუძნებლის განცხადებაზე

საუბარი, თითქოს რომელიმე ბიზნესმენთან იარაღით მიდიან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, არის ძალიან მძიმე ბრალდება და როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი უნდა აგო, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის მიერ „ფრესკოს“ დამფუძნებლის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ბიზსნესმენს, თუ მას საკუთარი ნათქვამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები აქვს, საზოგადოებას და საგამოძიებო ორგანოებს წარუდგინოს.

„ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ თითოეულ ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. იმ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, რომელიც აქვს ქვეყანას, განსაკუთრებით დასაფასებელია თითოეული მეწარმე, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არის ჩვენი მიდგომა და ფილოსოფია. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, ვინც მოითხოვს გამოძიების უმოკლეს ვადაში დასრულებას. შემიძლია ამაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღო. რაც შეეხება განცხადებებს ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ხშირად დამახინჯებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ ფაქტებს. საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმატებაა, რომ საქართველოს მოიაზრებენ მსოფლიო ლიდერად ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით და ჩვენი ქვეყანა „doing business”-ში მე-6 ადგილზეა. ბევრი სხვა რეიტინგის დასახელება შემიძლია, რომელიც ეფუძნება ობიექტურ კვლევებსა და გარემოებებს. ამ რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ჩვენთვის მექანიზმი, დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემები და გამოწვევები და იმიტომაც, რომ ეს რეიტინგები დგება ობიექტური კრიტერიუმებით და არა ცალკეული პირების ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლო განცხადებებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge