png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე - მამუკა ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 08.03.2019
  • 12:45
ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე - მამუკა ბახტაძე

ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე; ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება, რასაც გაფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ბრიუსელში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომაზე საქართველომ ევროპელი პარტნიორებისგან ძლიერი გზავნილები კიდევ ერთხელ მოისმინა.

„აქვე მინდა შევეხო 21 ნოემბრის ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის შესახებ შეხვედრასაც, სადაც კონკრეტული მიმართულებები გამოვყავით და აქტიურად ვმუშაობთ. შესაბამისად, ბრიუსელის შეხვედრა ამ თვალსაზრისითაციყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ჩვენ მოვახდინეთ იმ პროექტების პრიორიტეტიზაცია, რომლებიც შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენი ერთობლივი მუშაობის გეგმის ნაწილი იქნება “, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან უმაღლეს დონეზე შეხვედრებისას განხილული იყო საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხები და დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა.

„საგზაო რუკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა, რათა რაც შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს იყო პირველი პრეზენტაცია, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს შიდა მოხმარების მსგავსი დოკუმენტი, რომელიც იქნება კონკრეტულად გაწერილი და შედეგებზე ორიენტირებული, რათა ქართულ საზოგადოებას ადვილად შეეძლოს გაზომვა, როგორ პროგრესირებს საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge