png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 07.03.2019
  • 13:07
ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ვილნიუსში, საპატიო ყარაულის თანხლებით, ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ორი ქვეყნის სახელმწიფო დროშებს. შესრულდა საქართველოს და ლიეტუვის სახელმწიფო ჰიმნები.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ ოფიციალური ფოტო გადაიღეს და საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა, პატივისცემის ნიშნად, საჩუქრები გაცვალეს. სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგას ცნობილი, ქართველი მხატვრის, ზურაბ ნიჟარაძის ნატურმორტი უსახსოვრა.

ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ხათუნა სალუქვაძის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მიისწრაფვის იქითკენ, რომ ევროინტეგრაცის პროცესში საქართველოს მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოახდინოს.

„ვიზიტისას საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის არსებულ ყველა სტრატეგიულ მიმართულებას. ლიეტუვა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ურთიერთმხარდაჭერა ყველა აქტუალურ მიმართულებაზე. ლიეტუვა არის ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ნატოსა და ევროკავშირს. ლიეტუვა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ევროინტეგრაციის გაზაზე საქარველოს პარტნიორების და ერთგული მეგობრების მხარდადჭერის კონსოლიდაცია მოხდეს”, – განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
  • 09:52
მთავრობამ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge