png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„ახალი მემარჯვნეები": „საყდრისის აფეთქება დარჩება „ქართული ოცნების" ხელისუფლების სირცხვილად"

  • საზოგადოება
  • 13.12.2015
  • 14:01
„ახალი მემარჯვნეები": „საყდრისის აფეთქება დარჩება  „ქართული ოცნების"  ხელისუფლების სირცხვილად"

საყდრისის აფეთქებიდან ერთი წელი გავიდა, ამ საკითხთან დაკავშირებით „ახალი მემარჯვენები“ განცხადებას ავრცელებს.

„ქართველი და უცხოელი მეცნიერების შეფასებით, საყდრისის სახით ჩვენ გვქონდა კულტურის უნიკალური ძეგლი - ოქროს სამთო მოპოვების მსოფლიოში უძველესი კერა, რომელიც ბევრად უფრო ძველი იყო, ვიდრე ადრე მიკვლეული სხვა საბადოები.

კულტურის  ამ უნიკალური ძეგლის დანგრევა დარჩება სირცხვილად „ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის, რადგან სამწუხაროდ,  მათი მმართველობის პირობებში სახელმწფომ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უნდა იცავდეს, ვერ შესძლო თავისი  უმნიშვნელოვანესი  ფუნქციის შესრულება.

საყდრისის შემთხვევაში ვერ იმუშავა ვერც ერთმა სახელმწიფო რგოლმა, რომელთა უშუალო მოვალეობა იყო  გაეთვალისწინებინათ როგორც მეცნიერების, ისე საზოგადოების აზრი და ხელი შეეშალათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  ნგრევისთვის: პარლამენტმა, რომელმაც უარი თქვა კომისიის შექმნაზე და რეალობის დადგენაზე, კულტურის სამინისტრომ, რომელმაც კულტურის ინტერესების დაცვას  ქვეყნის არაფორმალური მმართველის  კომერციული ინტერესების დაცვა ამჯობინა, სასამართლომ და პროკურატურამ, რომელთა უშუალო მოვალეობა იყო  სამართლებრივად უზრუნველეყოთ ეს პროცესი და დაეცვათ სახელმწიფოს ინტერესები.

სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ყოფილიყო მოწოდების  სიმაღლეზე და   ნაცვლად  კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა    დაირაზმა  იმის გასანადგურებლად,  რაც ერის კუთვნილება იყო,  შელახა საზოგადოების უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები.

მიუხედავად იმისა, რომ საყდრისი იმ სახით, როგორიც იყო,  ვეღარასოდეს იარსებებს, ჩვენ მაინც უნდა მოვახერხოთ ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რათა მომავალში  ვერც  ერთმა ხელისუფალმა  ვეღარ გაბედოს  იმოქმედოს ერის და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - ნათქვამია „ახალი მემარჯვენეების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge